ბიბისი-ს ინფორმაციით, საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდპასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ, რაც მათივე განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიის გამოცოცხლებას შეუწყოს ხელს.

ასეთ დოკუმენტს სავარაუდოდ ის ადამიანები მიიღებენ, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ გაკეთებული და ისინი ევროკავშირში მოგზაურობას თავისუფლად შეძლებენ.

საფრანგეთი და გერმანია მიიჩნევენ, რომ ასეთი დოკუმენტები შეიძლება ნაადრევი იყოს, რადგან ვაქცინების ეფექტურობის შესახებ მონაცემები არასრულია.

Leave a Reply