ბლოგი

ლუკა მაისურაძე

სტაჟიორი

2021 წლის 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ქვეყანას ორი ახალი ვიცე-პრემიერი დაენიშნა. დავით ზალკანიანთან ერთად ამ პოსტს ფინანსთა მოქმედი მინისტრი ივანე მაჭავარიანი იკავებს.

კიდევ ერთხელ გადავხედოთ ახალი ვიცე-პრემიერის ბიოგრაფიას და ვნახოთ, რა შეფასებას აძლევენ მის მუშაობას ეკონომისტები.

ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი დაიბადა 1974 წლის 11 თებერვალს, ქ.თბილისში. მან 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება მენეჯმენტისა და ეკონომიკის დარგში.

მისი კარიერული გავნითარება შ.პ.ს „ჯეოსელში“ დაიწყო. როდესაც 1997 წელს შ.პ.ს „ჯეოსელის” ფიანსური განყოფილების სპეციალისტი იყო, 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ფინანსთა მინისტრია.

ქრონოლოგიურად მისი მოღვაწეობა ქართულ ეკონომიკურ სივრცეში შემდეგნაირად იწარმოა.

  • 1997 წლიდან 2000 წლამდე იყო შ.პ.ს“ჯეოსელის“ ფინანსური განყოფილების სპეციალისტი.
  • 2000 წლის მეორე ნახვარში იგი უფროს სპეციალისტად დაწინაურდა.
  • შემდეგ, 2001 წლიდან შ.პ.ს „ჯეოსელის” ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ანგარიშების დეპარტამნეტის მენეჯერის პოზიციაზე ინიშნება.
  • 2006 წელიდან 2013 წლამდე შ.პ.ს „ჯეოსელის“ ფინანსური დირექტორი.
  • პარალელურად 2010-2015 წლებში ევრაზიის ოპერაციეისათვის მობილური ადაპტაციის სტრატეგიის შემუშავებაში, ასევე სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიასთან კომერციულ და ტექნოლოგიურ კვლევებში მონაწილეობდა.
  • 2013 წელს დაინიშნა შ.პ.ს „ჯეოსელის“ კომერციულ დირექტორად.

მას შემდეგ რაც იგი შ.პ.ს „ჯეოსელის“ კომერიცული დირექტორი გახდა,  კომპანიაში მინშვნელოვანი ცვლილებეი განხორციელდა. გამოვყოფ 2018 წილის გარიგებას კომპანია „ჯეოსელსა“ და ქვეყნის უმსხვილეს სატელევიზიო კომპანია „სილქნეტს“  შორის, რომლის შედეგადაც „სილქნეტმა“153 მილიონ ლარად შეიზინა „ჯეოსელი“. 2018 წლის 1 ნოემრიდან „ჯეოსელმა“, როგორც დამოუკიდებელმა კომპანიამ შეწყვიტა არსებობა და აბონენტთა მომსახურებას სილქნეტი უზრნუველყოფს. აღნიშნული გარიგება ივანე მაჭავარიანის საქართველოს ფინანსთა მინისტრად დანშვნის 5 თვის თავზე მოხდა. აღსანიშნავია რომ მისი კომერციული დირექტორიბის პერიოდში კომპანია „ჯეოსელი“ ახერხებდა დამოუკიდებლად არსებობას. მან „ჯეოსელში“ 21 წლის განმავლობასი იმუშვა.

2018 წლის 12 ივლისს საქართველოს ფინანსთა მინისტრად ინიშნება ივანე მაჭავარიანი.

2014-2016 წლებში არსებული ეკონომიკური ზრდის შენელების შემდეგ, 2017 წლის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკამ დაიწყო სწრაფი პროგრესი. არსებული მონაცემებით, 2017 წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა 5.4%-ს შეადგენს, ხოლო 2018 წლის ბოლოს 4.8% -იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. 2019 წელს ეკონომიკური ზრდა 5.0% -ს შეადგენდა, ხოლო 2020 წელის I კვარტალში 2.3% მდე შემცირდა. II კვარტალსი ზრდა აღარ ფიქსირდება და ეკონომიკა -13,2% შეადგენს. ეკონომიკის დიდ ვარდნაზე კორონა პანდემიამ იქონია გავლენა. ამავე წლის Ш კვარტალში ეკონომიკის პროცენტული მაჩვენებლი -13.2% -დან 5,6% – მდე გაიზარდა.
ივანე მაჭავარიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ ეკონომისტმა ნოდარ სირბილაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა:

„ვფიქრობ, რომ მისი ახალი თანამდებობის მიუხედავად, ქვეყანაში რაიმე ძირეულ, ეკონომიკისთვის სასიკეთო ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.“

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

მაშინ როცა ივანე მაჭავარიანი იყო ფინანსთა მინისტრი, შეგვიძლია განვიხილოთ ორი მიმართულება, როცა არანაირი პროგრესი არ ჰქონდა საქართველოს. ერთი არის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიმართულება და მეორე ეს არის ლარის არასტაბილურობა.
მისი მმართველობის პერიოდში არ განხორციელებულა ცვილებეი, რათა ზედმეტი ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებულიყო. გარდა ამისა, არ გადადგმულა ნაბიჯები გადასახადების შემცირებისკენ, რათა ეკონომიკაში უფრო მეტი ფული დაგვრჩენოდა. პირიქით, ბიუჯეტი უაზროდ იზრდებოდა და ახლაც 2021 წელს ქვეყნის ხარჯები 18 მილიარდ ლარამდე ავიდა, რაც ცხადია ბიუჯეტე უარყოფითად მოქმედებს.
გარდა ამისა, მისი ფინანსთა მინისტრობის დროს ლარიც კატასტროფულად გაუფასურდა. ამაში მთავრობის წილიც დიდია. როცა ფინანსთა სამინისტრო გამოდის და იღებს შიდა ვალს, ეს ირიბად ზრდის ქვეყანაში ფულის არსებულ მასას, რასაც მთელი რიგი უარყოფითი მოვლენები მოყვება, მათ შორის ლარის გაუფასურება და ინფლაციური წნეხი.
მისი მინისტრობის დროს არ ყოფილა რადიკალური ცვლილებები, რათა ეს მავნებელი პრაქტიკა, რასაც მთავრობის დიდი ზომა ჰქვია, რამენაირად მოგვეცილებინა.
ამ გარემოებიდან გამომდინარე, არაფერი არ შეიცვლება. ვფიქრობ, რომ მისი ახალი თანამდებობის მიუხედავად, ქვეყანაში რაიმე ძირეულ, ეკონომიკისთვის სასიკეთო ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.“

აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით რამაზ გერლიანმა, ჩვენთან საუბრისას ხატოვნად შეაფასა მოვლენები:

 – «ფუტკარი თუ არ შრომობს, რომელ სკაშიც არ უნდა გადაიყვანო, იგვე შრომისუნარიანი იქნება.»

„რთულია ცალსახად რამე ვთქვათ, რადგან საჯარო მოხელე, რომელიც ერთ-ერთი უწყების საჭეა, მან შეძლოს დღეის მდოგმარეობის შეცვლა.

იგი ვერ უმკლავდება დაახლოებით ორ-წელიწად ნახევრის განმავლობაში გამოწვევებს. ხაზს ვუსვამ მის საქმიანობას, მისი ვიცე-პრემიერად ყოფნა დიდად არ შეცვლის სიტუაციას. თუ ფინანსთა მინისტრად მისი ყოფნა არ არის ეფექტიანი, რას შეცვლის მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნა. ფუტკარი თუ არ შრომობს, რომელ სკაშიც არ უნდა გადაიყვანო, იგვე შრომისუნარიანი იქნება.

ფინანსთა მინისტრის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მას აბარია ისეთი სახელმწიფო ორგანო, რომლის წონადობიდან გამომდინარეც დაინიშნა ვიცე-პრემიერად. ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ დროისათვის ფინანსთა მინისტრი იგი დაინიშნებოდა ვიცე-პრემიერად. თუ ვანაწილებთ პორთფელებს – ფინანასთა სამინისტროს ხელმძღვანელი ნამდვილად იმსახურებს ვიცე-პრემიერად დანიშვნას, რადგან მასზე ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის კრიზისის დაძლევა.

ვემიჯნები აზრს, რომ ივანე მაჭავარიანის საქმიანობა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ეფექტიანი იქნება. ვიცი რომ ივანე მაჭავარიანს, ყავს პროფესიონალი მენეჯერები, რომელთაც სწორი მენეჯმენტით შეუძლიათ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. არასწორი მენეჯმენტის განხორციელება, მხოლოდ მენეჯმენტის ჯგუფის პასუხისმგებლობაა.“

რამდენად ნაყოფიერი იქნება მისი, როგორც ვიცე-პრემიერის მოღვაწეობა საქართველოში, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, როგორც ეკონომისტებთან საუბრის შემდეგ ვხედავთ, ივანე მაჭავარიანი, როგორც ფინანსთა მინისტრი, არც თუ ისე სახარბიელოდ ჩაიწერება ქვეყნის ისტორიაში.

 

Leave a Reply