“ლელო” ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

ვაქცინაციის პროცესის დაწყების რამდენჯერმე გადადების გამო, პარტია “ლელო” ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს.

პოლიტიკური გაერთიანება პრეპარატის ქვეყანაში შემოტანაზე პასუხისმგებლობას, სწორედ ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებს.

“ლელოს” ლიდერები ამბობენ, რომ მინისტრი პანდემიას ეფექტიანად ვერ მართავს.

“ლელო” კატეგორიულად მოითხოვს ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას. ამ მომენტიდან მას არანაირი მორალური უფლება არ რჩება. რომ ამ თანამდებობაზე იყოს. ჩვენ სულ ვაცხადებდით, რომ მზად ვიყავით ჩავრთულიყავით ყველა ფორმატში, ამის საპასუხოდ კი ჩვენ “ქართული ოცნებიდან” ვიღებდით მხოლოდ არაფერზე დაფუძნებულ თავდაჯერებას,” – აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*