ოკუპირებულ სოხუმში 2014 წელს დონეცკში ადგილობრივ მეამბოხეებთან ერთად უკრაინული ძალების წინააღმდეგ მებრძოლი, 2020 წელს დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მრჩევლი, 35 წლის ახრა ავიძბა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა დაკითხვაზე წაიყვანეს. მის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.

მეტსახელად „აფხაზი“ მიმდინარე წლის იანვარში ახრა ავიძბაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ძებნა გამოაცხადა. სხვათაშორის მისმა სახელმა სოხუმში იანვრის არეულობების დროსაც გაიჟღერა, რის შედეგადაც ყოფილმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა.

Leave a Reply