ჭყონდიდის ეპარქიაში სიტუაცია ისევ დაძაბულია. მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი თამარ ბელქანია “ახალთან” საუბარში ამბობს, რომ პირველ რიგში ხალხს უნდა გაეწიოს ანგარიში.

-მარტვილი სამეგრელოს გამორჩეული მუნიციპალიტეტია. როგორც სილამაზით ასევე მარტვილელებით. ისინი არ იმსახურებენ იმას რაც იქ ხდება. ანგარიში ხალხს უნდა გაუწიოს ყველამ და პირველ რიგში მათ უნდა კითხონ არის თუ არა მისაღები ესა თუ ის მეუფე. დაპირისპირება და უთანხმოება მეუფე პეტრეს წასვლის შემდგომ დაიწყო და ამის არ შემჩნევა უარეს დაპირისპირებას მოიტანს. იმპერატიული ტონი მშვიდობის დამყარებას არ უწყობს ხელს.

მეგრულში არის სიტყვა ვაშინერს, რაც საეროსასულიერო შინაარსის შემცველია, როდესაც არათუ თქმა გაფიქრებაც კი მკრეხელობაა. ახლა რაც იქ ხდება ვაშინერს.

მარტვილის მოსახლეობა ღელავს და ასე შორიდან ამ ყველაფრის ყურება დანაშაულია. მით უმეტეს იმის ფონზე რომ ქვეყანა ისევ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და საპატრიარქო არათუ დუმს დაპირისპირების ახალ კერას ქმნის. უპატივცემულოდ ექცევიან არა მხოლოდ თავად სასულიერო პირებს, მოსახლეობას ასევე მედიასაც; ეს დღეს უკვე ფატალური შედეგით დასრულდა. მადლობა ღმერთს, რომ ყველა ჟურნალისტი უვნებელია. რეალურად არსებობს კითხვები და მედიის ვალდებულებაა მოიპოვოს და გაავრცელოს ობიექტური ინფორმაცია. ეს კი ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება. რეალურად საპატრიარქო დღეს საზოგადოებისათვის მნიშვნელივანი საკითხების არათუ დარეგულირებაში ზოგადად ცდილობს არაფერში ჩაერიოს თუ უშუალოდ მას არ ეხება. დღევანდელი დაპირისპირება კი ნიშნავს რომ ასე ვერ გაგრძელდება -გვითხრა თამარ ბელქანიამ.

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სიტუაცია ისევ დაძაბულია

Leave a Reply