ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა საზოგადოებისთვის, რომ სხვადასხვა ვაქცინას შორის არჩევის გაკეთება მოსახლეობას თავად შეეძლება.

“ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, მოსახლეობას ასევე, თავად შეეძლება ვაქცინა აირჩიოს. ჩვენ მოსახლეობას მივცემთ საშუალებას, თავად აირჩიონ მათთვის სანდო ვაქცინა, რომელსაც ენდობიან.

ვაქცინებს მკაცრი მარეგულირებლისგან როდესაც აქვს აღიარება, ეს უკვე სანდოა. ექიმების შემთხვევაშიც, ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

Leave a Reply