ზვიად ტომარაძე

“ერი და სახელმწიფო”

 12 კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა, პარლამენტში შევიტანეთ ჩემს მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილება (კანონპროექტი) რის მიხედვითაც:
1. ხალხს, როგორც ხელისუფლების წყაროს, საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორების შედეგად, რეფერენდუმის მეშვეობით უბრუნდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის უფლება;
2. არანაკლებ 200 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, პრეზიდენტი მხოლოდ უფლებამოსილი კი არ იქნება, არამედ დანიშნავს რეფერენდუმის თარიღს, ისევე როგორც ნიშნავს არჩევნების თარიღს;
3. კონსტიტუციაში ჩაიწერება კონსტიტუციური გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის პროცედურა და მიღების ვადები, როდესაც ამის საჭიროებას მოითხოვს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი.
პარლამენტის ბიუროს მოვთხოვეთ ბლანკები 200 000 ხელმოწერის შესაგროვებლად! ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ რეფერენდუმის უფლება!
საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: ზვიად ტომარაძე, ირაკლი აბაშიძე, ზაალ ლუხუტაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ხომასურიძე, გიორგი მაჭარაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ნიკოლოზ კიკნაველიძე, გიორგი ზაალიშვილი, თამარ ჯაფარიძე, მიხეილ ონიანი, გიორგი ჯანაძე.

Leave a Reply