“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსაამსახურის ინფორმაციით, პარტიის ოფისს ცეცხლსასრილი იარაღიდან ესროლეს. სალომე სიგუას ინფორმაციით, გასროლა თეთრი ქამრიდან მოხდა.

-ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე გასროლის კვალი ეტყობა ნიკა მელიას აი ამ ბანერს. გასროლა თეთრი ქამრიდან მოხდა”-წერს სალომე სიგუა.

საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოღებულია.

ადგილზე იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები. მათი შეფასებით, მომხდარი ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას უკავშირდება.

Leave a Reply