თამთა ჯოჯუა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს დააწესა. და მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება . საერთაშორისო ღონისძიების მთავრი მიზანი სინდრომთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება , ცნობიერების ამაღლება და მხარდამჭერის მოპოვებაა .

დაუნის სინდრომი არის ქრომოსომული დაავადება , რომლის დროსაც ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომა აქვს . ეს დაავადება პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯ. დაუნმა მე19 საუკუნის ბოლოს . ამის გამო უწოდეს დაავადებას დაუნის სინდრომი. 1959 წელს კი ფრანგმა ექიმმა ლეჟანმა დაუნის სინდრომი განსაზღვრა როგორც ქრომოსომული ანომალია . 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა “უთვალავი წინდის ტრადიცია” (LOST OF SOCKS) რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვა და საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა რომ ” ქრომოსომების განსხვავებული რაოდენობა” დაავადება არ არის , ის გენეტიკური ცვლილებაა . რატომ წინდა ? წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვს ფერადი წინდების ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფების ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები .

“დაუნი” არ შეიძლება გამოიყენო დამაკნინებელ სიტყვად . დაუნი არის მეცნიერი რომელმაც ეს სინდრომი აღმოაჩინა .

“მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან”

Leave a Reply