პროტესტი ეროვნული სიმბოლიკის – დროშის შეურაცხყოფის გამო – “ნაციონალური მოძრაობა”, სამგორის საპატრულო პოლიციის ათმეთაურის, გიორგი ბერაიას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პოლიციელს, რომელმაც საქართველოს დროშა შეურაცხყო, ძალოვან უწყებაში მუშაობის უფლება არ აქვს. მათივე განმარტებით, შს მინისტრმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს და პატრულის თანამშრომლის წინააღდმეგ გამოძიება დაიწყოს.

Leave a Reply