მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული მიდგომა აქვს, რადგან მათ ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რაც, თავის მხრივ, გალში მცხოვრებლებს სირთულეებს უქმნის.

გარდა ამისა, შეკრებილებმა განმარტეს, რომ სკოლის მოსწავლეები არსებული ვითარების გამო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვეღარ გადმოდიან და სასკოლო განათლების გარეშე რჩებიან.

Leave a Reply