მიშა ხაჩიძე

ქაოსი კორონა კლუბში-გერმანიამ უმწვავესი და უსასტიკესი რეგულაციები დაამტკიცა. ლოქდაუნი და შათდაუნი 18 აპრილამდე გააგრძელა. 1-ლიდან 5 აპრილამდე ე.წ. ღუეთაგი გამოაცხადა. რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ხუთშაბათიდან აღდგომის ორშაბათამდე, საჯარო, კერძო და ეკონომიკური ცხოვრება მთლიანად ჩაქვრებდა და ჩაბნელდება.
#WirBleibenZuHause-ვრჩებით სახლებში, ამ პრინციპით, გაუქმდა ყველა სახის სააღდგომო წირვა-ლოცვა, მხოლოდ ონლაინ გაიმართება. ზიარებას კი ინტერნეტით ვერ მიიღებენ. ებრაელები ფესახზე სინაგოგაში ვეღარ წავლენ, მუსლიმები კი სადღესასწაულო ლოცვაზე მეჩეთში.
აიკრძალა მოგზაურობა და დაიხურა საცალო გაყიდვები. პირველ აპრილს, სუპერმარკეტებიც კი იკეტება.
პარადოქსი ისაა, რომ მალიორკაზე შვებულებაში წასულებს, უკან დაბრუნებისას, კარანტინი აღარ უწევთ.

Leave a Reply