პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე, ფინანსთა მინისტრად კი ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება პრემიარმა მთავრობის სხდომაზე 1 აპრილს გააკეთა.

რატი ბრეგაძე

2017-2019 წწ.– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი;

2016 წ.– დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; მინისტრის მოადგილე

2015-2016 წწ.– სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი; აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

2015 წ.-საქართველოს უნივერსიტეტი-სამართლის ფაკულტეტი; მოწვეული ლექტორი

2015-2016 წწ.– სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი-სამართლის ფაკულტეტი; მოწვეული ლექტორი

2012-2013 წწ.– სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი; ცენტრის უფროსი

2012-2015 წწ.– სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; მინისტრის მოადგილე

2011- 2012 წწ.– იურიდიული კომპანია „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“(მკდ) იურისტი, გერმანული მიმართულების ხელმძღვანელი

2019 წ. კავკასიის უნივერსიტეტი; სრული პროფესორი

ოჯახური  მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი.

ლაშა ხუციშვილი

  • 1.04.2021 – დღემდე

    საქართველოს ფინანსთა მინისტრი

  • 02.2014 – 04.2021

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

  • 07.2016 – დღემდე

    ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) წევრი.

  • 01.2013 – 02.2014

    სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი

  • 08.2008 – 01.2013

    საერთაშორისო კომპანია Ernst & Young (ერნსტ ენდ იანგ) თბილისის ოფისი, საგადასახადო და იურიდიული განყოფილება

  • 06.2007 – 08.2008

    ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო – საბჭოს აპარატი

    დაიბადა 1985 წლის 2 სექტემბერს, ქ.თბილისში

    ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

 

Leave a Reply