მმართველი გუნდის წევრი, შალვა პაპუაშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოსვლას გამოეხმაურა და მან განაცხადა, რომ პოზნერის ჯგუფის წევრებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ არ დაურღვევიათ. შესაბამისად, მისი აზრით, მათი ქვეყანაში არშემოშვების რაიმე სამართლებრივი საფუძველი, გარდა სიმპათიისა ან ანტიპათიისა არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ კანონი ეხებათ იმ ადამიანებს, ვინც ნამყოფი არიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არა საქართველოს, არამედ რუსეთის მხრიდან.

Leave a Reply