ოკუპირებული ცხინვალიდან დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს. ის დაახლოებით 2 თვის მანძილზე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.

ოკუპანტებმა ის ცოტა ხნის წინ საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეზე გადმოიყვანეს.

36 წლის რამაზ ბეღელურმა მედიასთან პირველი კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა, მან თქვა, რომ ოჯახმა ჯარიმა ორჯერ გადაიხადა, თუმცა ამჯერად თანხა არ გადაახდევინეს.

Leave a Reply