გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის მიერ დამტკიცდა საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის კომისია.

კომისიის წევრებად დაინიშნენ: კახა კუჭავა, შალვა პაპუაშვილი გურამ მაჭარაშვილი და ალეკო ელისაშვილი. ისინი საზოგადოებას გააცნობენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. საკონსტიტუციო ცვლილება მოიაზრებს საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე შემცირებას ამის გარდა, ცვლილება შეეხო ფრაქციის დაკომპლექტების წესსაც, ამიერიდან ფრაქციის შექმნისთვის 7 დეპუტატის ნაცვლას საჭირო იქნება 4 დეპუტატი.

Leave a Reply