რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი საქართველოგან პოზნერის გამგზავრებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრემლი გმობს „ქართველი რადიკალების“ ქმედებას.

-ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერი, რომელმაც დაგმო რადიკალების ქმედება, მადლობელი ვართ ქართული პოლიციის, რომლებმაც აღკვეთეს აქციის მონაწილეების რადიკალური ქმედებები და ფიზიკური ზეწოლისგან დაიცვეს რუსეთის მოქალაქეები.

საქართველო საშიშია რუსეთის მოქალაქეებისთვის და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ, რომ აღარ წავიდნენ საქართველოში.

ვულოცავთ პოზნერს დაბადების დღეს, აღნიშნოს სახლში, აქ უფრო უსაფრთხოა“-განაცხადა პესკოვმა.

Leave a Reply