გულიკო ზუმბაძე

“ლელო”

-მართალი გითხრათ, ცოტა შემეცოდა კიდეც ჩვენი ხელისუფლება, მთელი 9 წლის განმავლობაში რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკით, უცოდინარობითა და უუნარობით, დახიეს და დახიეს უკან სახელმწიფოებრივი ინტერესები: უარი თქვეს ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე (ჩააგდეს ანაკლიის პროექტი) , უარი თქვეს საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებაზე დეოკუპაციის მიზნით. უარი თქვეს სხვა სახელმწიფოებთან თამამი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე.

განახორციელეს ის ეკონომიკური აქტიობები, რომლებიც უფრო და უფრო დამოკიდებულს გაგვხდიდა რუსეთზე, რაც გამოიხატება ტურიზმისა და სხვადასხვა ბიზნესაქტიობების მიბმით ამ ქვეყანასთან. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ გაგვაჩნია ამ ქვეყანასთან. სახელმწიფო ძლივსღა დგას ფეხზე და მგონია, რომ შიდა პოლიტიკური სტრატეგიები უნდა გადაიხედოს…

Leave a Reply