ფეისბუქმომხმარებელი მარიამ მაისურაძე ავრცელებს პოსტს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

-სოფელი ხიდისთავი.
ახლა, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ფინანსური მდგომარეობა ძალიან ცუდია და რეალურად, არავის აქვს სხვის გაჭირვებაზე ფიქრის დრო, ასეთი რამის დანახვამ, ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორ გამაოცა.
ბებიას ვესტუმრე სოფელში, ერთ პატარა მაღაზიაში წავაწყდი ამ თაროს და მაშინვე ვიკითხე მეპატრონის სახელი.
ხოდა, თვითონ არ იცის, რომ ამას ვწერ და ალბათ ჰგონია, რომ არც აკეთებს არაფერს მნიშვნელოვანს, მაგრამ უბრალოდ იცოდეთ, რომ გორის სოფელ ხიდისთავში არსებობს ადამიანი, რომელიც საკუთარ მოკრძალებულ მაღაზიაში, საკუთარი რესურსებით ნაყიდ პროდუქციას უთმობს თაროს იმისთვის, რომ ის, ვისაც ყიდვის საშუალება არ აქვს, მშიერი არ იძინებდეს.
* მაღაზიის მეპატრონე, როგორც გავიგე, ბატონი გია ნონიკაშვილია

Leave a Reply