დავით ლაზარია

დღეს ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული მსახიობის, კარლო საკანდელიძის დაბადების დღეა. დიდი ქართველი მსახიობი ქუთაისში დაიბადა. 1944 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობიის თეატრალურ უნივერსიტეტში. აქიდან იწყება მისი სამსახიობო შემოქმედება. სცენაზე არტისტმა 60 წელი გაატარა, ამ დროის განმავლობაში 50- მდე კინო და 80 -მდე როლი ითამაშა თეატრში. მისმა შესრლებამ დიდი აღიარება მოუტანა.

გამორჩეული როლებია: გოგია ,, ლოსვეს ამბავი’’. ოსიკო ხარებაძე ,,შემოდგომის აზნაურები’’, არისტო ქვაშაძე ,, სამანიშვილის დედინაცვალი’’ და სხვა… ასევე დასამახსოვრებელია მისი პირველი როლი. 1955 წელს ,, მაგდანას ლურჯაში’’, სადაც ვასოს როლი შეასრულა. მსახიობს მინიჭებული აქვს, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული და სახალხო არტისტის წოდება. 1998 წელს კი, ღირსების ორდენი. 2008 წელს, რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკლავი. სახალხო არტისტი 2010 წელს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ის, 93 წლის გახდებოდა.

Leave a Reply