ლუკა მაისურაძე

ბოლო ერთი კივირს განმავლობაში თურქული ლირა 17% -ით გაუფასურდა. ეს ნიშნავს, რომ თურქეთის მოსახლეობა 17 %-ით გაღარიბდა. ამ დორისათვის ლირის კურის დოლართან მიმართებაში 8.81 TYE – ს შეადგენს.
აღსანიშანვია რომ ლირის გაუფასურება თურქეთში მცხოვრებ ქართველ მოსახლეებსაც შეეხოთ.
თურქეთის ხელისუფლება რეზერვიდან ყიდის მილიარდობით აშშ დოალრს ლირის კურსის შესანარჩუენბლად, თუმცა ეს მხოლოდ დროებით შეაფერხებს თურქული ლირის გაუფასურებას. ამასთან ერთად რეზერვის ოდენობა შეზღუდულია. შესაბამისად თურქეთის სახელმწიფო სამოამვლოდ უფრო ძლიერ დარტყმებს უნდა ელოდოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომისტ რამაზ გერლიანს დავუკავშირდით.

ეკონომისტმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა რომ – თურქეთი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში, შესაბამისად ამ კუთხით უკვე შესაძლოა მოხდეს ინფლაციურ ნაწილში იმპორტირებული  ინფლაცია.

გთავაზობთ სრულად რამაზ გერლიანის კომენტარს:

“თურქული ლირის გაუფასურებას რასაკვირველია ზეგავლენა ექნება ლართან მიმართებაში, განსაკუთრებით ინფლაციურ ნაწილში. თურქეთი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში, შესაბამისად ამ კუთხით უკვე შესაძლოა მოხდეს ცვლილებები, შეამციროს  გზავნილების მოცულობა თურქეთიდან კნვერტირებად ვალუტაში, რასაც ზეგავლენა  ექნება ლარის კურსთან მიმართებაში.  ვინაიდან საქართველო და თურქეთი ერთ რეგიონულ სივრცეშია უარყოფითი ზეგავლენა ექნება ლარზე. თუმცა ლარის კურსის გაუარესებასთან მიმართებით ეს არ იქნება მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი. მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი არის, თუ რა ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს მთავრობა და ეროვნული ბანკი.”

Leave a Reply