საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ ტაძრიდან მოკვეთილი მღდველმსახურები, რომლებმაც ლოცვა კვლავ აღავლინეს, ვალდებულნი არიან, რომ დაემორჩილონ მეუფე სტეფანეს ვიდრე მათ მიერ წამოწყებული აპელაციის შედეგი არ იქნება ცნობილი.

“დღეს დაეთმობა დრო მიმდინარე მოვლენების განსჯას, იმსჯელებენ მღვდელმთავრები, მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ, მამა გრიგოლი, რომელიც მიავლინა მეუფე სტეფანემ ერთ-ერთ ტაძარში მსახურებისთვის არ შეუშვეს ტაძარში, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმთავარმა შეუწყვიტა მღვდელმსახურება, მათ მაინც იმსახურეს. ეს არის უხეში დარღვევა და ელემენტარული ცოდნა სჭირდება იმას, რომ თუ კი მათ აპელაციაზე შემოაქვთ საჩივარი, მანამ სანამ აპელაციის შედეგი არ დადგება, უნდა დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას და ეს კიდევ ერთი დარღვევაა, როცა მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას უგულებელყოფს სასულიერო პირი” – განუცხადა დეკანოზ  ანდრია ჯაღმაიძემ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელთმსახურებს.

Leave a Reply