საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრება იმართება .

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკონოზ ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილება ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებიც.

,,დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან, ეს არ არის უჩვეულო შეკრება ან პირველი პრეცედენტი. პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა დღეს ეს უფრო გაფართოებული იქნება. დრო დაეთმობა მიმდინარე მოვლენების განსჯას, მღვდელმთავრები იმსჯელებენ მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე. დღეს შედეგებს და გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ, ეს იქნება განხილვის და მსჯელობის გარემო“, – განაცხადა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ.

Leave a Reply