,,არ ვიცი, კენტმა დააზუსტა თუ არა, რითი მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“ პროვოცირება. ეჭვი მაქვს, ის მელიას დაპატიმრებას გულისხმობდა, თუმცა ჩვენ არაერთხელ განვუმარტეთ არა მხოლოდ ბატონ კენტს, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეს არ იყო არც ჩვენთვის სასურველი სცენარი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვიხარია და არ მოგვწონს ის, რომ ბატონი მელია საპატიმროში ზის. მან საქართველოს მართლმსაჯულებას სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ეს ჩვენი არჩევანი არ არის, ეს იყო პირადად ბატონი მელიას არჩევანი“ –

განაცხადა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. როგორც ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებაში ჩანს, იგი სრულიად ეთანხმება აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მეორე მოადგილეს, ჯორჯ კენტს, რომელმაც ხელისუფლების პარტიულ ინტერესებსა და ორი მხარის მიერ შიდა პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებაზე ისაუბრა.

„პირადად მე, ბოლო ოთხი თვეა, ვამბობ, რომ ჩვენ იმის მაგივრად, რომ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე ვიმუშავოთ, რაც რეგიონშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დაკავებული ვართ ამ უაზრო დაპირისპირებით, რომლისგანაც ჩვენი საზოგადოება ძალიან დაიღალა. ამიტომ სრულად ვეთანხმები ბატონ კენტს ამ განცხადების სულისკვეთებაში“, – აღნიშნა სამხარაძემ

Leave a Reply