პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შეფასების საპასუხოდ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა დგას

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი გახლავთ ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა და დღეს მან კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი, დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა და პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა. შესაბამისად, მან სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე და როდესაც ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილს, რომ საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად, პარლამენტში, პარტიებმა კი მონაწილეობა მიიღონ პროცესში. მონაწილეობაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს. რასაკვირველია, სწორია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გზავნილი, რომ მოხდეს შეთანხმება, პოლიტიკური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

Leave a Reply