ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს

.„დღეს მოვიგონეთ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული ახალგაზრდები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღე ქვეყნის უახლოეს ისტორიაში და ასევე დღე-ყველაზე დიდი გამარჯვების” -განაცხადა ფოთის მერმა.

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ სიმბოლურად 21 ძირი ვერცხლისფერი ცინერეა დაირგო.

დღევანდელ ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები ჩაერთნენ.

Leave a Reply