უწყებთაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანისკენ მოუწოდებს, ხოლო 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად ცხადდება.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა.

სხდომაზე საბჭომ განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. აღინიშნა , რომ მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მდგომარეობა უარესდება. სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად , კი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება ღამის 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.

Leave a Reply