,,ფორმულას“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოეხმაურა.

მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სწრაფი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისკენ.

,,ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებული თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს. ამას წინ უსწრებდა, თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტის, ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შესძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად”, – წერს საელჩო.

Leave a Reply