შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანის განცხადებით, ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ  დადგება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ადმაიანების გვერდით, რათა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხოვრების უსაფრთხო და ღირსეული პირობები.

ასევე თეა ახვლედიანი გამოეხმაურა 7 აპრილს მომხდარ ტრაგედიას. კერძოდ, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, საქართველოს ოთხი მოქალაქის დაღუპვას.

„რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი ადამიანური ტრაგედიები, გაყოფილი ოჯახები, ხელოვნურად დაშორებული საზოგადოებები უკვე მრავალი წელია თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და უდიდესი ტკივილია. ოკუპაციის მძიმე შედეგებმა წლების განმავლობაში არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა და დღემდე უუფლებოდ, შიშის და წნეხის ქვეშ ამყოფებს ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა. 7 აპრილს საქართველოს 4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვა მიმდინარე ოკუპაციის შემზარავი გამოვლინებაა. როგორც ცნობილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 აპრილი მათი ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ადამიანების გვერდით, რათა გაორმაგებული, გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების უსაფრთხო და ღირსეული პირობები“, – აცხადებს ახვლედიანი

Leave a Reply