ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოდგომით მევენახეები ყურძენს ვეღარ ჩააბარებენ თუ ვენახის რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების შესახებ სპეციალური საბუთი არ ექნებათ.

თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაცია სავალდებულოა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით  გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში უკვე დაიწყო საბუთების გაცემა. რეგისტრაცია შესაძლებელია მუნიციპალიტეტებსა და სოფლების ტერიტორიულ ორგანოებში.

Leave a Reply