ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, რუსეთსა და თურქეთს შორის  15 აპრილიდან 1 ივნისამდე რეგულარული და ჩარტერული რეისები კოვიდპანდემიის გამო  შეწყდება, თუმცა შენარჩუნდება სტამბოლსა და მოსკოვს შორის კვირაში 2 რეგულარული ავიარეისი.

უნდა ითქვას, რომ მოსკოვის მიერ ფრენების შეჩერების გადაწყვეტილებას 2 დღით ადრე თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა უძღოდა, თუმცა კრემლში ავიარეისების შეჩერების მიზეზად არა პოლიტიკას, არამედ თურქეთში კოვიდინფიცირების შემთხვევების მატებას ასახელებენ.

Leave a Reply