თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე მელიამ განცხადება გააკეთა:

 

“ეს ბატონი საუბრობს, რომ ჩემი თურმე თვითმიზანი ყოფილა, უფრო სწორად უწერენ და ამას ახმოვანებს, რომ ჩემი თვითმიზანი არის პატიმრობა. ჯერ ერთი, რატომ ჰგონია, რომ ჩემი თვითმიზანი უნდა იყოს პატიმრობა, როცა, თავმდაბლობის გარეშე, მეგობრებთან ერთად ბევრად უფრო ეფექტური ვარ ციხის მიღმა, თქვენი დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ციხეში.

ჩემი თვითმიზანი ეს რატომ უნდა იყოს, ან რატომ უნდა მსიამოვნებდეს გამოკეტვა პატარა საკანში და 24-საათიანი რაღაცა საკონტროლო კამერების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრება?! რატომ არ უნდა მინდოდეს ოჯახთან ურთიერთობა, მეგობრებთან, ბავშვთან, ეს როგორ შეიძლება იყოს ნორმალური ადამიანისთვის თვითმიზანი?! ეს თუ ჩემი თვითმიზანია, გააღეთ კარები, როგორც მოკეტეთ, ციხის”, – თქვა ნიკა მელიამ.

Leave a Reply