ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით,  საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება და ვითარდება.

“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში ჩვენ გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა – დაახლოებით 31%-ით. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის”.

Leave a Reply