“შეცვალე საქართველოს” ლიდერი გიორგი გაგნიძე დეტალურად იხილავს ენკასთან ხელშეკრულების პუნქტებს და ამბობს, რომ არის ხელშეკრულების შეწყვეტის 2 გზა. ის მიმართავს ვარლამ გოლეთიანს და მხარდაჭერას უცხადებს.

არსებობს 2 გამოსავალი

  1. თუ რეალურად შეფერხდა მშენებლობა, მინიმუმ 180 დღით, ეს არის კონტრაქტში ჩადებული, ფორსმაჟორში, იქ არის 240 დღეზეც საუბარი, ცოტა ბუნდოვანია ეს, მაგრამ შეიძლება ვისაუბროთ მინიმუმ 240 დღეზე, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური მიზეზით, რაშიც უთუოდ აქციებიც შედის, რაც ახლა მიმდინარეობს, კონტრაქტი ჩაითვლება ფორსმაჟორად და ენკას შეეძლება შეაჩეროს მუშაობა და მიიღოს კონპენსაცია, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს იმ დროისთვის კომპანიის მიერ დახარჯული თანხა, თუმცა აღნიშნული გამოსავალი სულ მთლად ნათელი არ არის, რადგან არის დიდი ალბათობა მოხდეს ექსკალაცია და დაიძაბოს ვითარება. ანუ აქციები უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს სერიოზულ ექსკალაციაში სახელმწიფო დონეზე.
  2. მეორე გამოსავალი არის რეფერენდუმი.

მივმართავ ვარლამ გოლეთიანს და ვთავაზობ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა.

გიორგი გაგნიძემ პუნქტობრივად განიხილა ხელშეკრულების მუხლები და განაცხადა, რომ ეს არის კაბალური ხელშეკრულება.

 

Leave a Reply