ზვიად ტომარაძე

“ერი და სახელმწიფო”

სიმართლე გითხრათ უკვე დავიღალე, არა ქვეყნის მსახურებით და დინების წინააღმდეგ ცურვით, არამედ ყოველთვის სიფხიზლით და სიმართლის თქმით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს კოლექტიური აღტკინებისა ფონზე ხდება და ფანატიზმში მყოფ საზოგადოებას ეკალივით ესობა!

შესაბამისად, ბოლო 30 წელია ცივი გონებით განსჯის არქონა და გაურკვეველ ფსევდომესიამისტურ ბოდვებში ცხოვრება დღემდე ვერშემდგარი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია… არ ვიცი სადმე სხვაგან კიდევ თუ იციან პიროვნების ასე გაკერპება-გაფეტიშება როგორც ჩვენთან და შემდეგ მისი მიწაზე დანარცხება? ალბათ ზოგიერთს ახლაც სტკივა ხელები აივნიდან “სამი მუშკეტერისადმი” მიძღვნილი ხანგრძლივი ტაშისგან და ერთი წლის შემდეგ, სწორედ იგივე საზოგადოებისგან იგივე ვირუსოლოგების მისამართით უკანასკნელი სიტყვებით ლანძღვა ვიხილეთ, ამჯერად სამართლიანად, მაგრამ მაშინ ამ საზოგადოებამ სიმართლისთვის ლამის ანათემას გადამცა და ვინ მოსთვლის რამდენი ასეთი შემთხვევა მახსოვს მწარედ… მაშინ მე ხომ ჩვენს ვირუსოლოგებს ერზე “ზრუნვას” ვუკარგავდი და ქვეყნის არ ჩაკეტვის მოწოდების გამო ერს კოვიდსიკვდილისთვის “ვწირავდი”… ახლაც, როდესაც ერთი თვის წინ ნამოხვანჰესის აქციების თბილისში გადმოტანაზე, მოღალატე ჩინოვნიკებთან მოლაპარაკების უარის თქმასა და პროტესტის კოლექტიური პასუხისმგებლობის აღებაზე დავწერე, ჩემი ვარაუდი კვლავ მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და კვლავ უსამართლო შეურაცხყოფები მივიღე… დღეს სწორედ იგივე ხალხი, რიონის მცველების (ამ ხალხს ვაფასებ და პატივს ვცემ) გუშინდელ ხელისუფლებასთან დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებასთან დაკავშირებითა და პროტესტის მინელებით გამოთქვავს უკმაყოფილებას… არც ეს სტატუსი იქნება რაიმე შედეგის მომტანი, მაგრამ მე ჩემ ვალს მოვიხდი, ისევე როგორც ამას წლებია ვაკეთებ,

საზოგადოების დიდ ნაწილს ბიბლის ამ ციტატით ვუპასუხებ: “როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თავქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?” (იგავ. 1,22).

Leave a Reply