იმერეთის მხარის ადმინისტრაციაში პრემიერის დავალებით რეგიონში ჩასული ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენის” დამფუძნებელთა შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის  მონაწილეები ამბობენ, შეხვედრას პოზიტიური სახე ჰქონდა.  აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ მათი მარგინალიზების პროცესი აღარ გაგრძელდება. მათივე თქმით, პროტესტის შემსუბუქებას მათი პირობების შესრულება გამოიწვევს.

“მანამდე აქცია გრძელდება ჩვეულ რეჟიმში და ფორმატში. დღევანდელმა შეხვედრებმა დაგვანახა დათმობილი პოზიცია და კონსტრუქციული დამოკიდებულება, ველოდებით შემდგომი ნაბიჯების გაჟღერებას, თუ არ დააკმაყოფილებენ აუცილებლად გვიხილავენ თბილისში,“- განაცხადა მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მირზა ნოზაძემ.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათი პირობებია, რომ შეწყდეს სამუშაოები ხეობაში, ალაგდეს ჯებირები და მათ მიეცეთ კარვებში პროტესტის გაგრძელების საშუალება.პასუხამდე კი, რომელიც პრემიერის გამოჯანმრთელების მერე იქნება, აქციას მწვავე ხასიათი არ ექნება.

Leave a Reply