ანა დოლიძე

მოძრაობა ხალხისთვის

-ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნამახვანჰესის ხელშეკრულებასა და ენკასთვის მიწების გადაცემის შესახებ. კომპანიას გადაეცა მიწა ორი სხვადასხვა ფორმით – საკუთრებაში და სარგებლობის უფლებით. ეს ყველაფერი გაკეთდა პრემიერის განკარგულებით ჩალის ფასად. მოსაზრბა, რომ კომპანიას მიწა გადაეცა იჯარით არის მცდარი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი დეტალი. ეს მიწა გადაეცათ მათ აღნაგობის უფლებით.

მოდით მარტივად ავხსნათ რა სხვაობაა იჯარასა და აღნაგობის უფლებას შორის. აღნაგობის შემთხვევაში, კომპანიას აქვს უფლება მოითხოვოს კონპენსაცია ყველაფრის იმის, რისი ინვესტირებაც მან ფიზიკური ფორმით მოახდინა ამ მიწაზე. იმ რესურსების, რაც მან მშენებლობაში დახარჯა, ანუ 99 წლის მერე როცა გავა, ის მიიღებს კონპენსაციას. ანუ ჩვენ ვალდებული ვიქნებით ყვეკაფერი ავუნაზღაუროთ. გამოდის დაზარალებული ისევ სახელმწიფოა! იჯარის შემთხვევაში კი კომპანია უბრალოდ გადის და ვითარება საწყის წერტილს უბრუნდება.

 

Leave a Reply