ქართული ოცნება” კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ტქმით, ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემტხვევაში, ქართული ოცნება” ამ პირობებს შეასრულებს.

“ლეიბორისტების” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს, რა შემთხვევაში მოაწერს ოპოზიცია დანიელსონის დოკუმენტს ხელს.

მინაშვილის თქმით, ესაა ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. როგორც მინაშვილი ამბობს, რომელიმე ერთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ოპოზიცია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

ასევე ცნობილია, რომ ოპოზიციამ დღეს 15 მაისის აქციის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა, თუმცა უფრო დეტალურად ამ საკითხს 19 აპრილს განიხილავენ.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 31 მარტს გავრცელებული დოკუმენტი.

რა წერია დოკუმენტში, რომელსაც მმართველი გუნდი ხელს აწერს

Leave a Reply