სოსო მანჯავიძე

პოლიტოლოგი

არის ასეთი მულტფილმი-,,მონსტრების კორპორაცია.”
მონსტრები პარალელური სამყაროდან სიზმრებში ეცხადებიან ბავშვებს, აშინებენ, შიშის ვიბრაცია კორპორაციას ენერგიით ამარაგებს, ისაა მათი საკვები და საწვავი. საინტერესო სიუჟეტი ვითარდება, კერძოდ ბავშვი და მონსტრი დამეგობრდებიან და ა.შ.
მაგრამ ეს სხვა თემაა.
მთავარი აქ სწორედ შიშის ვიბრაციის ექსპლუატაციის თემაა, რომელსაც ზღაპრის ფორმით გადმოგვცემს ეს მულტფილმი.
მულტფილმში მონსტრების ბონუსები შიშის ვიბრაციის ინტენსიობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ისინი ცდილობენ რაც შეიძლება შემაძრწუნებლები იყვნენ.
ეს მულტფილმი მსოფლიოში მიმდინარე ბიო-ინფორმაციულ-ეპიდემიოლოგიურ -პოლიტიკურმა ტერორმა მომაგონა.
ზუსტი ანალოგიაა.
ადამიანების დაშინება, მათთვის უიმედობისა და ჩიხის სურათის ხელოვნური შექმნა, მომავლის იმედის მოსპობა,, ცრუ და მავნებელი ნარატივი, რომ სუფთა ჰაერზე, ღია სივრცეშიც ვირუსები დაჰქრიან და მუდმივად უნდა დაიხრჩო და დაახრჩო ბავშვები პირბადეებით-არის ზუსტად იგივე, რაც გადმოცემულია ზემოთხსენებულ მულტფილმში, ანუ შიშის და ძრწოლის ენერგიის ამოქაჩვა ადამიანებისგან, რომლებიც მედიებს სომნაბულურ , ჰიპნოტურ მდგომარეობაში ყავთ შეყვანილი,
აღარ გავიმეორებ უკვე ყველასთვის ცნობილ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შიში თრგუნავს ადამიანს, უსპობს მის სხეულს თავდაცვის უნარს, ანუ ასუსტებს იმუნიტეტს.
არც პირბადეების ღია სივრცეში ტარების ფსიქო-სოციალურ ეფექტზე ვისაუბრებ, ეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელი უნდა იყოს.
არა მგონია, ვინმეს სასარგებლოდ მიაჩნდეს, ამონასუთქის უკან ჩასუნთქვა და ორგანიზმისთვის ჟანგბადის მაგივრად ნახშირორჟანგის მიწოდება.
ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ სწორედ შიშის კულტივირებამ გახადა შესაძლებელი.
გასაგებია, რომ ადამიან-მონსტრებს ამ თავინთი ქმედების მეტაფიზიკურ არსზე წარმოდგენა არა აქვთ, რადგან მათი არსება ერთის მხრივ, ზემდგომთა მიმართ შიშით არის გაჟღენთილი, ხოლო მეორეს მხრივ ისეთივე ბონუსებით, როგორსაც მათი მიღმიერი ანალოგები, მონსტრები იღებენ- კერძოდ, რაც შეიძლება ბევრი შიშის ვიბრაციის გამომუშავებისთვის-ასეთი ფუნქცია დააკისრა მათ მონსტრების კორპორაციამ.

Leave a Reply