დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის შეხევდრაზე არმისვლამ კარგად წარმოაჩინა, თუ რა ედო საფუძვლად მათ ცალმხრივ ხელმოწერას.

“შევუერთდები ჩემი კოლეგების მოსაზრებას “ქართული ოცნების” არმოსვლასთან დაკავშირებით, ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში, როდესაც წყდება ქვეყნის ბედი და მომავალი, მმართველი პარტიის მხრიდან შეთანხმებულ მოლაპარაკებებზე არ მოსვლა კიდევ უფრო უსვამს ხაზს ამ ადამიანების დამოკიდებულებას ქვეყნის მომავლის, პრობლემებისა და ამ პროცესის მიმართ…  ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ცალმხრივი ხელმოწერა რას ნიშნავდა, ეს არ იყო სიტუაციისდან გამოსვლის სურვილი, ეს იყო პიარული ნაბიჯი და ამას ადეკვატურად უპასუხეს დღეს ჩვენმა პარტნიორებმაც”

Leave a Reply