მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ახალის გადაცემა “ბრიფინგის დროში” “შეცვალე საქართველოს” ლიდერმა გიორგი გაგნიძემ რიონის ხეობის დამცველს, ვარლამ გოლეთიანს საჯაროდ მიმართა, მათ შორის შეხვედრა შედგა.

ჩვენ გიორგი გაგნიძეს ამ შეხვედრაზე სასაუბროდ დავუკავშირდით.

ნამახვანსჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, თავი ვალდებულად ჩავთვალე, როგორც პარტიის ლიდერმა, კარგად შემესწავლა როგორც არსებული კონტრაქტი და ოფიციალური დოკუმენტები, ისე ადგილზე გავცნობოდი არსებულ ვითარებას. პირველ რიგში როგორც პიროვნება, თავს ვალდებულად ვთვლი ვყოფილიყავი იქ, სადაც ჩემი ქვეყნისა და ჩემი თანამოქალაქეთა უმრავლესობა დგას მძიმე პირობებში. საველე პირობებში გამართულ შეხვედრაზე აქციის ლიდერებს გავაცანით კონკრეტული წინადადებები და ის გადაჭრის გზები, რომელიც საპროტესტო აქციების პარალელურად სამართლებრივი გზებით მოგვცემს საშუალებას დავარეგულიროთ პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობასა და ხალხს შორის.

ჩვენი პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია სრულ მზადყოფნაშია რეფერენდუმის გზით მოახდინოს არსებული პრობლემის მოგვარება და მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის ჩართულობა და საზოგადოების ინფორმირება რეფერენდუმის აუცილებლობაში, რადგან მოცემულ ეტაპზე მხოლოს ეს რჩება პრაქტიკულად ერთადერთ გამოსავლად.

შემდეგი შეხვედრაც უკვე დავგეგმეთ-გვითხრა გიორგი გაგნიძემ.

Leave a Reply