„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განცხადება გააკეთა ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ. მისი აზრით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაძლეულია.

„ის, რომ ხელმოწერა არის დაფიქსირებული, ჯერ არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვართ მომსწრე იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწერია ხელი, პირობა მიუცია საზოგადოებისთვის და შემდეგ არ შესრულებულა. ამიტომ, პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე შეიძლება ვისაუბროთ მაშინ, როდესაც იქნება ხელმოწერები ამ შეთანხმებაზე სრულად ოპოზიციური სპექტრის და რეალურად დაიწყება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

Leave a Reply