21 აპრილს რუსეთში არსებული რეჟიმისა და პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქციები გაიმართება. დღესვე პროტესტს კიდევ ერთხელ გამოხატავენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები. აქციას სოლიდარობას უცხადებენ თბილისში და თავისუფლების მოედანზე 19 საათზე მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

“ჩვენ გამოვდივართ აქციაზე, რათა მხარი დავუჭიროთ იმ მოქალაქეებს რუსეთში, რომელთაც საპროტესტოდ გამოსვლის არ ეშინიათ!

ჩვენ გვინდა, მათ დაინახონ მხარდაჭერა ჩვენგან!

ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ დაინახოს – რუსეთი არა მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოებთან ომში კლავს ადამიანებს, არამედ ქვეყნის შიგნითაც – საკუთარ მოქალაქეებს!

ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ გვძულს XXI საუკუნის მთავარი მკვლელი – პუტინი!”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

Leave a Reply