NASA-ს  მიერ მარსზე გაგზავნილმა ახალმა როვერმა Perseverance-მე ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა. 

მარსზე CO2, რომელიც წითელი პლანეტის ატმოსფეროს 96 პროცენტს შეადგენს, Perseverance-ზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ  დაახლოებით 800 °C ტემპერატურაზე ნახშირორჟანგის მოლეკულებიდან ჟანგბადის ატომები განაცალკევა, რაც ჯამში  ხელსაწყომ 5 გრამი ჟანგბადის მოპოვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობის აირს ასტრონავტები დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში მოიხმარენ. როგორც ცნობილია, დანადგარს საათში 10 გრამამდე ჟანგბადის გამომუშავება შეუძლია.

სპეციალისტების განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია წითელ პლანეტაზე ეკიპაჟიანი მისიების განსახორციელებლად.

 

სტატიის ავტორი : ვასილ  წერეთელი

 

Leave a Reply