პლენარულ სხდომაზე მისული პარტია “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.

-მე და ჩემი ახალშემოსული კოლეგები-წერს ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ დღეს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო ტრიბუნებს პირველად დაიკავებენ.

პლენარულ სხდომაზე, რომელიც აქციის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, განიხილება დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი –  ამნისტიის კანონპროექტი.

არსებული ინფორმაციით, დღეს სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.

Leave a Reply