“გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ის და მისი პარტიის წევრები დღეიდან წყვეტენ დაუმორჩილებლობას პირბადის არტარების გამო.

-ძალიან მინდა, რომ ისე როგორც დღეს გადავდგით ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად, ისე გადავდგათ ნაბიჯი ეკონომიკური კრიზისის განსამუხტავადაც. ეკონომიკას არაფერი ეშველება მანამ, სანამ ადამიანები ჩაკეტილები არიან და მათ ერთმანეთთან ურთიერთობას ვუკრძალავთ. ამიტომ, თუ გვინდა, რომ დავრესტარტდეთ ადამიანები უნდა გავათავისუფლოთ და ქვეყანა უნდა გავხსნათ. ჩემი სურვილების სანაცვლოდ, პირველ დათმობაზე, რომ მე თვითონ წავიდე, მოგეხსენებათ ჩვენ “გირჩის” წარმომადგენლები არ ვატარებთ პირბადეს არც ამ დარბაზში და არც არსად, ამ გამოსვლის მერე ჩვენ ვწყვეტთ ამ დაუმორჩილებლობას”-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, შერიგების დროა და უნდა რაც შეიძლება მალე იხილოს დარბაზში ნიკა მელია.

-“მე მინდა, რომ ამ შეთანხმებამ იმედი არ გაუცრუოს საზოგადოებას და მართლა შევრიგდეთ. მე მინდა, რომ მალე იყოს ნიკა მელია აქ და მზად ვარ ეს პროცესი ჩვენი შერიგებით დაიწყოს. მე მინდა რომ ამ დარბაზში მსხდომი ხალხი მომავალში, სანამ ერთმანეთის დაჭერაზე კურთხევას გავცემთ, დავფიქრდეთ, რომ არ გამოგვივიდეს ისე, რომ მოყვასს გავუკეთოთ ის, რაც არ გვინდა, რომ ჩვენ გაგვიკეთონ. მე მინდა, რომ ამ დარბაზში კეთდებოდეს რეალური პოლიტიკა და ეს ნამდვილად იყოს პარლამენტი.

Leave a Reply