გორის ყოფილი მოსამართლე ალექსი მარიამიძე საკონსტიტუციო სასამართლოში გააგრძელებს მუშაობს. მისი თქმით, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა და მუშაობას უკვე შეუდგა.

ალექსი მარიამიძე ყოფილი მოსამართლეა, ის თანამდებობიდან 2004 წელს გაათავისუფლეს, მის საქმეს სტრასბურგის სასამართლო იხილავს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. მომდევნო გუბერნატორის, კახა სამხარაძის პერიოდში, გუბერნატორის ადმინისტრაცია დატოვა. 2017-2018 წლებში იყო გორის მერის მოადგილე.

წყარო: qartli.ge

Leave a Reply