F-სტატუსი

ოთარ ფანცულაია

-რას ხედავთ ამ ფოტოზე?
ერთი შეხედვით ფოტოზე გამოსახულია 150 კაციანი სუფრა და მიტროპოლიტი სტეფანე. ხეობის დამცველებმა ჯვარი აღმართეს და აღნიშნავენ. პირბადე არავის უკეთია.
🔸
ჩემი პირადი დამოკიდებულებით ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილება შეზღუდვას არ უნდა ექვემდებარებოდეს. ზოგადად მთავრობას რაც უფრო მეტი შეზღუდვის უფლებას ანიჭებ, მით უფრო მეტად დახვეწილ რეპრესიულ წესებს იგონებს და მოხერხებულად იყენებს მორჩილი კოლექტიური მენტალიტეტის ფორმირებისთვის.
შემდეგ ეს ამგვარად მუშაობს: რაც უფრო ძლიერად გცემენ, მით უფრო დიდი ხალისით თანხმდები ნაკლებად მტკივნეულ ცემა-ტყეპას და საბოლოოდ მიდიხარ ყველა დათმობაზე – თმობ უფლებებს, თავისუფლებას..
🔸
უსამართლობის კონტექსტი: თუკი ერთგან სასაფლაოზე შესვლის მცდელობისთვისაც კი აპატიმრებენ და სჯიან, მეორეგან 150 კაციანი თავყრილობა პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი მას ეკლესიის მაღალი იერარქი ესწრება.
აი ამას არ უნდა აკეთებდეთ. არ შეიძლება სახალხოდ, საჯაროდ, საქვეყნოდ უგულვებელყო კანონები, როდესაც ამდენი ადამიანი 1.დაჯარიმდა კოვიდ შეზღუდვების წესების დარღვევის გამო, 2.დაზარალდა კოვიდისგან.
წესებს თავად ამ წესების მიმღებები არღვევენ, მათ შორის ჯანდაცვის შეფები, თანაც განსაკუთრებული ცინიზმით.
აქედან გამომდინარე, აშკარაა რომ შემზღუდავი წესები იქმნება არა კოვიდვითარების საკონტროლებლად ან გასაუმჯობესებლად, არამედ როგორც რეპრესიული ბერკეტები, მიმართული კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისკენ.
🔸
რაც შეეხებათ თავად რიონის ხეობის დამცველებს..
ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ, თუმცა მათდა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ სასოწარკვეთაში არ ვარდებიან და თვეების მანძილზე ბრძოლას არ წყვეტენ. ისინი პოლიტიკოსებს სათოფეზე არ იკარებენ, სამაგიეროდ ნდობას მხოლოდ ეკლესიის მიმართ გამოხატავენ. შესაძლოა ტაქტიკური თვალსაზრისით ეს ყველაზე სწორი არჩევანიც იყოს.
მე პირადად შველას იურისტებში, ეკონომისტებში და გეოლოგებში მოვიძიებდი, თუმცა ეს სხვა ისტორიაა.
არ ვარ დარწმუნებული რომ სწორია ბიზნესპროექტის შესაჩერებლად რელიგიური და ეთნიკური თემატიკის გამოყენება (თურქები არ შემოჭრილან, არ წაურთმევიათ, პირიქით მთავრობამ შემოიყვანა და შეაჩეჩა. ნაჩუქარ მრავალმილიარდიან აქტივებს კბილს არავინ უსინჯავს).

Leave a Reply