ვასო წერეთელი

22-ტონიან ჩინურ რაკეტას, რომელიც კონტროლიდან  გამოვიდა, პენტაგონი  თვალს ადევნებს. ის დედამიწას უახლოვდება და შესაძლოა მისი ნამსხვრევები ამ კვირის ბოლოს ჩამოვარდეს დედამიწაზე.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება, შეშფოთებას რაკეტის ზომა იწვევს. ის სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ  რაკეტის ნამსხვრევების  სავარაუდო  ჩავარდნის ადგილად წყნარი ოკეანე მოიაზრება.

წყარო: CNN

Leave a Reply