პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები დღეს სალომე ზურაბიშვილთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, პარალელურად ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომელსაც პარლამენტში დაარეგისტრირებენ.

“ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან მკაცრად გამოეხმაურნენ და სწორედ ჩვენი ინიციატივით შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო ამ საკითხზე, ეს გახსოვთ, რომ კანონის მიღების დღეს მოხდა. ეს არის სასჯელი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაამკაცრა პროტესტის გამოხატვის სურვილის მქონე ადამიანებთან მიმართებაში.

მე გითხარით, რომ ერთია ვეტოს უფლება და მივესალმები თუ ამ ვეტოს გამოიყენებს პრეზიდენტი და ეს პირველი პრეცედენტი იქნება. მეორეა, რომ პარალელურად ჩვენ მაინც ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ ჩვენ აუცილებლად დავარეგისტრირებთ კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი იქნება, დავაბრუნოთ ძველი ნორმები, რაც იყო”-განაცხადა ვაშაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები მივლენ

Leave a Reply